სოციალური საწარმო ,,მეგობარი’’ ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ისინი უერთდებიან, დღეს, 15:00 საათზე დაგეგმილ გამაფრთხილებელ, საყოველთაო გაფიცვას.
,,Mego Bar - ი უერთდება საყოველთაო გაფიცვას, 15 იანვარს, 15:00 დან 18:00 სთ მდე არ იმუშავებს უფასო სამუშაო სივრცე! Strike for'', - წერია მათ მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.გაფიცვის მთავარი მოთხოვნებია - ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების განთავისუფლება.
როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ღონისძიების აღწერიდან ჩანს, გაფიცვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ცნობისთვის, საყოველთაო გაფიცვას შეუერთდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაც.
მასალის გამოყენების პირობები