ასლან ბჟანიას პრესსამსახურის განცხადებით, ე.წ. ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს მოსკოვსა და სოხუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების კანონპროექტის „პარლამენტიდან“ გაწვევის შესახებ.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტთან გამართულ აქციაზე სროლის ხმა ისმოდა. ადგილობრივი ტელეგარმის არხების თანახმად, შედეგად, არავინ დაშავებულა.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტთან ვითარება იძაბება. ტელეგრამის არხები იუწყებიან, რომ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მომოტინგეები იმყოფებიან, ცრემლსადენი გაზი ან ე.წ. კვამლის ბომბები გამოიყენეს. ინფორმაციას და ვიდეოს ტელეგრამის არხები ავცრელებენ.
სოხუმში აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეები აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. „დეპუტატის“ ერიკ რშტუნის განაცხადებით, სესია იმ მიზეზით არ შედგა, რომ საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი.
აფხაზურ ე.წ. პარლამენტში დაიწყეს „საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა“, რომელიც ითვალისწინებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, წერს „აფსნიპრესი“.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტის“ სხდომაზე მეორე მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ“ .
რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების მოწინააღმდეგეთა შტაბი “Апсны Хабар”, აფხაზურ ტელეგრამ არხზე წერს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მორიგ ხრიკს ამზადებს აღნიშნული კანონპროექტის დასამტკიცებლად, რისთვისაც ცდილობს ბიჭვინთის „სქემა“ აამოქმედოს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.