ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის რამდენიმე უბანზე ამომრჩევლების მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს. ასევე, პარლამენტის წევრის ანა წითლიძის ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს რეგისტრატორები დაზიანებულ ან უბეჭდო ბიულეტენებს აძლევენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ საკუთარი არჩევანი #1 უბანზე დააფიქსირა. მისი თქმით, თვითმმართველობის დღევანდელ არჩევნებზე ქვეყნის ბედი წყდება.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე 7577 მოქალაქე უკვე მივიდა საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად, რაც საერთო ამომრჩევლის 6,32%-ია.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკვე საქართველოშია. ასევე, ის აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება და მოქალაქეებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.