აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა საპრეზიდენტო არჩევნებში საინიციატივო ჯგუფის წინადადებით იყრის კენჭს. ამის შესახებ დე ფაქტო ცესკომ TASS-ს განუცხადა.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებაზე უარის თქმის შემდეგ, აკრძალა ტურების გაყიდვა ოკუპირებულ აფხაზეთში.
ასლან ბჟანია მომავალ რიგგარეშე “საპრეზიდენტო" არჩევნებში კანდიდატად არ წარდგება, ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა „ინტერფაქსს“ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყარომ განუცხადა.
დღეს, 14 დეკემბერს, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, ისევ შეიკრიბნენ მოქალაქეები, ზუგდიდელები, სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.
„მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მის ლეგიტიმურობას ვიზიარებ“, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს.
სოხუმში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციიდან დაფინანსება ნოემბრიდან სრულად შეუწყდათ. ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. „პარლამენტის“ რიგგარეშე სხდომა, რომელიც 19 დეპუტატის მოთხოვნით იყო მოწვეული, დღეს გაიმართა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.