რუსეთის მთავრობამ მოსკოვსა და სოხუმს შორის „საშემოსავლო გადასახადის ორმაგი დაბეგვრის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტები დაამტკიცა, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
სოხუმში აცხადებენ, რომ „აფხაზეთში რუსეთის საელჩო“ აწარმოებს დიალოგს რუსეთში მყოფ რამდენიმე დიპლომატიურ მისიასთან, „რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების“ თაობაზე. ამის შესახებ „ტასს“ „რუსეთში აფხაზეთის ელჩმა“ ალხას კვიცინიამ განუცხადა.
რუსეთის და სხვა ქვეყნების მიერ „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარება ხელს არ უშლის ამ პროცესის შემდგომ განვითარებას, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ე.წ. სამინისტროს „საერთაშორისო საკითხებში საგანგებო დავალება“ ახლად დანიშნულმა ე.წ. ელჩმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა, წერს „აფსნიპრესი“.
გალის სოფელ შაშიკვარასთან არსებულ ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის ქრობაში ენგურჰესის და ოჩამჩირის სახანძრო მანქანებიც ჩაერთვებიან, ამის შესახებ გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ „გალმედიას“ უთხრა.
სოხუმში ეხმაურებიან განცხადებას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა და მომავალმა წევრმა ქვეყნებმა გააკეთეს.
ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც სეპარატისტული დონბასისთვის იყო განკუთვნილი, სოხუმმა კურსკის რეგიონში გადაამისამართა, ბატალიონ „პიატნაშკას“ ადგილმდებარეობის მიხედვით. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ოჩამჩირის 220 კვ - იანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი მეხის დაცემის გამო დაზიანდა, შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქალაქ სოხუმის ნაწილი და აფხაზეთის რამდენიმე რაიონი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთში 1 863 რეგისტრირებული ქორწინება აღირიცხა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებს 148-ით ჩამორჩება. მათ შორის პროცენტული სხვაობა კი 7.9%-ია.
სოჭიდან აფხაზეთის მიმართულებით რეგულარული საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის შესაძლებლობას განიხილავენ მოსკოვში. ამის შესახებ ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა ტელეკომპანია Russia 24-თან ინტერვიუში განაცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.