ევროკავშირი - თურქეთის სამიტი: ევროპა მიგრანტებისთვის ბალკანეთის მარშრუტს გადაკეტავს
ევროპული კავშირისა და თურქეთის ლიდერები ბრიუსელში რიგგარეშე სამიტზე
შეიკრიბებიან.
ბი ბი სი-ს ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ
"უახლოეს დროში ისინი "ბალკანეთის მარშრუტს" გადაკეტავენ, რათა ბოლო
მოეღოს მიგრანტებთან დაკავშირებული ქაოსს, რომელიც ევროპაში
დაძაბულობას იწვევს.
ევროკავშირის ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ ისინი თურქეთის პრემიერ
- მინისტრს აჰმეტ დავუთოღლუს საბერძნეთში თავმოყრილი ათასობით
მიგრანტის თურქეთში დეპორტაციაზე დაიყოლიებენ.
ევროკავშირი, რომელიც აღიარებს მიგრანტებთან დაკავშირებულ მიმდინარე
კრიზისს – ყველაზე მძიმეს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირობას დებს,
რომ ქვეყანაში მიგრანტების განთავსების სანაცვლოდ, თურქეთს სამ
მილიარდ ევროს გამოუყოფს, რათა ევროპაში მათი ნაკადი შემცირდეს.
მასალის გამოყენების პირობები