ბელარუსმა 80 ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა
მსოფლიოს 80 ქვეყნის მოქალაქეებს ბელარუსში 5 დღით უვიზოდ შესვლა
შეეძლებათ.
შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გამოსცა და ძალაში
გამოქვეყნებიდან ერთ თვეში შევა. ამ უფლებით სარგებლობა უცხოეთის იმ
მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც ბელარუსში მინსკის აეროპორტის გავლით
შევლენ.
უვიზო რეჟიმი ევროპის 39, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყანას
შეეხება, ასევე ბრაზილიას, ინდონეზიას, აშშ-ს, იაპონიას და სხვ.
უვიზო რეჟიმი არ ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ბელარუსში
რუსული რეისებით ჩადიან და ისევ რუსეთში გამგზავრებას გეგმავენ.
ბელარუსმა ცოტა ხნის წინ ევროპელი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი
გრძელვადიანი ვიზების საფასური შეამცირა.
მასალის გამოყენების პირობები