SOCAR-ის საზღვაო პლატფორმაზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
SOCAR – ის საზღვაო პლატფორმაზე ხანძრის შედეგად დაკარგული
მენავთობეების ძებნა დღეიდან, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ,
განახლდა.
ამის შესახებ „აზნეფტის“ მთავარმა ინჟინერმა ბალამირზა ალირაგიმოვმა
პრესკონფერენციაზე განაცხადა.
4 დეკემბრის საღამოს ძლიერი შტორმის შედეგად მაღალი ძაბვის გადამცემი
დაზიანდა, რამაც SOCAR–ის „გიუნეშლის“ პლატფორმაზე გამოიწვია
ხანძარი.
მაშველებმა 33 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ნაპოვნია ერთი
დაღუპული. 29 მენავთობე კი დაკარგულად ითვლება.
მასალის გამოყენების პირობები