თურქეთი ქვეყნიდან ევროპაში გასულ არალეგალურ მიგრანტებს უკან
დაიბრუნებს.
ამის სანაცვლოდ ევროკავშირი იმ სირიელ მოქალაქეებს მიიღებს, რომლებსაც
პოლიტიკურ თავშესაფარზე აქვთ უფლება.
ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ
გააკეთა.
ანკარა ივნისში ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღებასაც ელის, რისთვისაც
საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განმარტებით, მან 72 პირობა
უნდა შეასრულოს.
შეთანხმებების დეტალებზე ევროკავშირი და თურქეთი 18 მარტს, მორიგ
სამიტზე იმსჯელებენ.
მასალის გამოყენების პირობები