15 წლის ზუგდიდელმა მხატვარმა გიგი სიჭინავამ ქართველი ექიმები დახატა.
მათ შორის თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე, ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი.
გიგის ექიმების დახატვა დედამ, ნათია სახოკიამ შესთავაზა.
,,მისთვის ეს სახეები ძალიან ნაცნობია, რადგანაც ტელევიზიით ხშირად ხედავს, მას ეს ადამიანები ძალიან ეიმედება. პირველი ლევან რატიანი დახატა. მისთვის ძალიან მარტივია ადამიანები დაიჭიროს ხასიათში, მითხრა რომ თბილი სახე აქვსო რატიანს. გიგიმ იცის ეს ადამიანები რა პროფესიის არიან და მათ პაციენტებთან რომ უწევთ მუშაობა. ის მათ მიმართ ძალიან დიდ პატივისცემას გამოხატავს. იზოლაციში ყოფნა არ მინდა მისთვის მტკივნეული იყოს, მე უსიტყვოდ მესმის და ვგრძნობ რა უნდა მას, როგორ მივუდგე და ვიმუშაო მასთან’’, - გვითხრა გიგის დედამ.
ნათიას თქმით გიგიმ ეს პორტრეტები დღეს, სპონტანურად 10 – 15 წუთში დახატა, ნახატები კი ფანქარშია შესრულებული.
გიგი ყოველ დღე მუშაობს საკუთარ თავზე და დროის დიდ ნაწილს თავის სახელოსნოში ატარებს. ხვალიდან ის
ინგლისურ - ქართულ ლექსიკონზე გააგრძელებს მუშაობას, რომელიც 400 - მდე სიტყვას მოიცავს და სასწავლო დანიშნულებისაა.
ინფექციონისტი - მარინა ეზუგბაია
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი - ლევან რატიანი
იმუნოლოგი - თენგიზ ცერცვაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი - ამირან გამყრელიძე
იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი - პაატა იმნაძე
მასალის გამოყენების პირობები