ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, ექვს ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მერია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.
ზუგდიდში უამინდობის გამო, მუნიციპალური ავტობუსები სხვადასხვა მიმართულებით შეფერხებით მოძრაობენ. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
ზუგდიდში საპროტესტო შინაარსის სტენსილების ავტორსა და სამოქალაქო აქტივისტს როსტომ ზარანდიას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას ედავება, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. შესაბამისი ვიდეო მასალა აქტივისტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ პოლიციელებმა სამართალდარღვევის ოქმი მას სახლში მიუტანეს.
აფხაზ „დეპუტატს“ კან კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. სააგენტო „აიაშარას“ ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი მან რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურისგან წინა დღით მიიღო.
აფხაზეთის უმაღლესმა საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივით, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის წესში ცვლილება ხორციელდება. დოკუმენტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ უფროსი დიმიტრი კუჩუბერია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამის განკარგულებას ხელი „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ნ.ჯ.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ეხმიანება კუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს „არჩევნების“ ლეგიტიმურობას.
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სადღესასწაულო და სამგლოვიარო ღონისძიებებისთვის თაიგულებისა და ყვავილების შესასყიდად 16 385 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.