მესტიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ „ლაჯანურის“ ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა. "ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები უკვე მე-5 დღეა ცდილობენ დაზიანების კერას მიაღწიონ, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ეს ვერ ხერხდება. ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი რადიო „ათინათს“ ესაუბრა.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, მათ შორის ზუგდიდი-თბილისის (№869) და თბილისი -ფოთის (№874) მიმართულებით.
ხობის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც, ელექტროენერგია ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდისათვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც. ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზებისა და ქალაქის ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები. ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი თოვის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს სპეციალური ტექნიკა, ამ დრომდე მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა.
საქართველოს რკინიგზა დამატებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, 26 თებერვალს დაგეგმილი რამდენიმე რეისი გაუქმდა, მათ შორის თბილისი-ზუგდიდის (№870) და ფოთი-თბილისის (№873) მიმართულებით;
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით უამინდობის გამო, 25 თებერვალს დაგეგმილი რამდენიმე რეისი, მათ შორის თბილისი-ფოთისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით რეისები გაუქმდა.
ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდისათვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.