“ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენაზე სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ (ვიდეო)
16:59 / 16.09.2017
ზუგდიდის ცენტრში „ქართული ოცნების“ მერობის წარდგენის ცერემონიაზე
დასასწრებად სამეგრელოს სხვადასხვა
მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ. ამ წუთებში ისინი ცენტრალურ მოედანზე
იკრიბებიან.
მათი ნაწილი რადიო „ათინათთან“ ამბობს, რომ
ზუგდიდში საკუთარი მუნიციპალიტეტის მერობის კანიდატების მხარდასაჭერად
თავიანთი ინიციატივით ჩამოვიდნენ, ნაწილის თქმით კი ისინი „ქართული
ოცნების“ ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელების ორგანიზებით
ესწრებიან.
„ფოთიდან ჩამოვედით, დაახლოებით, 20-მდე სამარშუტო ტაქსი, დიდი
ავტობუსი და მანქანებით. ჩვენ, ზონის კოორდინატორებმა დავიქირავეთ
მძოლები და ერთობლივი ინიციატივით ჩამოვედით“, - თქვა მადონა
აბშილავამ.
სენაკის მცხოვრები ამბობს, რომ წარდგენის შესახებ ისინი „ქართული
ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა გააფრთხილა.
„ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ. ალბათ დაიქირავეს ტრანსპორტი და
ჩამოვედით“, - თქვა მანონი წურწუმიამ.
ღონისძიებას ესწრებიან ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების
მცხოვრებლებიც.
„რადგან აქ ვარ, ასე გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი
ვარ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ზუგდიდელმა
ირმა კიკავამ.
ზუგდიდში მმართველიო პარტიის მერობის კანდიდატების წარდგენაზე
დასასწრებად მარტვილიდან, აბაშიდან, ხობიდან და ზუგდიდის
მუნიციპალიტეტების სოფლებიდანაც ჩამოვიდნენ.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ მერობის
კანდიდატებს ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე წარადგენს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები