უკრაინაში დაღუპული აბაშელი გიორგი გრიგოლია საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს.
მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
ცხედარს დღესვე მშობლიურ აბაშაში გადაასვენებენ და მას ხვალ, დედის გვერდით დაკრძალავენ.
41 წლის მეომარი რუს ოკუპანტებთან ბრძოლას დონეცკის ოლქში შეეწირა.
მისი დაღუპვის შემდეგ უკრაინაში ომში კიდევ
ორი წარმოშობით ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
სულ თებერვლიდან დღემდე რუსულ აგრესიას უკრაინაში 15 ქართველი ემსხვერპლა, მათ შორის, სამეგრელოდან
ტატო ბიგვავა, ალიკა ცაავა და
ბახვა ჩიქობავა.
მასალის გამოყენების პირობები