საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 1 ივლისიდან არაელექტრონული, ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობები მატარებლებით მგზავრობისას აღარ დაიშვება.
მათივე ცნობით, გამგზავრების წინ, მოქალაქეებმა ელექტრონული პასპორტი, ე.წ ID ბარათები უნდა წარადგინონ.
შეგახსენებთ, გასული წლის
დეკემბერში პარლამენტში 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმებაზე კანონპროექტი დაინიციირდა. მოქალაქეები ძველი დოკუმენტით არჩევნებზე ხმის მიცემასა და საბანკო სერვისებით სარგებლობას, მათ შორის პენსიის მიღებას, ვეღარ
შეძლებენ.
მათ ID ბარათის უსასყიდლოდ ასაღებად მთელი ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.
მასალის გამოყენების პირობები