დღეიდან, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული, ე.წ ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები უქმდება და მას ელექტრონული პასპორტი, ID ბარათი ჩაანაცვლებს.
გასული წლის
დეკემბერში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი კანონპროექტი დაინიციირდა, რის მიხედვითაც, მოქალაქეები ძველი დოკუმენტით არჩევნებზე ხმის მიცემასა და საბანკო სერვისებით სარგებლობას, მათ შორის პენსიის მიღებას, ვეღარ
შეძლებენ.პირმა ID ბარათის უსასყიდლოდ ასაღებად მთელი ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები