უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნებს ეხმიანება.
„უკრაინა გმობს და არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,” - ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, დღეს, 1 მარტს, „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტური
გაიმართა.
"საპრეზიდენტო" არჩევნების პირველი ტური, 2025 წლის 15 თებერვალს
ჩატარდა.„პრეზიდენტობისთვის“ ორი კანდიდატი იბრძვის: ოპოზიციონერი ადგურ არძინბა და ყოფილი "პრეზიდენტის" ასლან ბჟანია თანაგუნდელი, ბადრა გუნბა, რომელსაც რუსეთი ღიად უჭერს მხარს.
ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს
გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის
ჩაშლა.
მასალის გამოყენების პირობები