ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“ წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ დარღვევას - სახელმწიფო მინისტრის აპარატი
სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმიანება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ გამართულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს", რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ამის შესახებ უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე განცხადება გაავრცელა.

მათივე განმარტებით, მიმდინარე ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს ამ დრომდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, ასევე უხეშად და სისტემატურად ირღვევა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ჩატარებული ე.წ. "არჩევნები" ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს.

„საქართველოს მთავრობა განუხრელად და თანმიმდევრულად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, დეოკუპაციასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება და მისი კიდევ უფრო გააქტიურება წარმოადგენს, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

იქამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ უკრაინა გმობს და არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. „ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - თქვეს სამინისტროში.

ცნობისთვის, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 1-ელ მარტს „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ორი კანდიდატი: ოპოზიციონერი ადგურ არძინბა და ყოფილი "პრეზიდენტის" ასლან ბჟანია თანაგუნდელი, ბადრა გუნბა, რომელსაც რუსეთი ღიად უჭერს მხარს.

ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა.


ამავე თემაზე:

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აფხაზეთში სროლასთან დაკავშირებით, „ტერორიზმის“ მუხლით საქმე აღძრა

უკრაინის საგარეო: უკრაინა გმობს და არ აღიარებს "საპრეზიდენტო" არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში

სროლა იყო აფხაზეთში, ერთ - ერთ საარჩევნო უბანზე - მედია

სოხუმი: არჩევნების მეორე ტური შედგა, აქტივობამ 63% შეადგინა



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28 თებერვალს, ზუგდიდში, ევროკავშირის მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, ჩატარდა მორიგი ინფორმაციული შეხვედრა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
28 თებერვალს, ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდა ინფორმაციული შეხვედრა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 23 პირი დააკავეს. მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
12 / მარტი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, გასულ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 121 718 ვიდეოჯარიმა აღირიცხა.
11 / მარტი 2025
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეების პროევროპული პროტესტი გრძელდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
06 / მარტი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.