ახალი ამბები
ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, - სალომე ზურაბიშვილი
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე "ქართული ოცნების" უარის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბშვილმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა.
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას მიმართა საზოგადოებას, რომ არ დაკარგონ იმედი და არ ჩაიკლან პროტესტის გრძნობა.

"მოგმართავთ ყველას, ვინც სახლში ხართ, ვინც გამოსული ხართ არ დაკარგოთ იმედი, არავინ არ გაბედოს და არ ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტი. როგორი იქნება ეს პროტესტი, სამართავია მომავალ დღეებში, ეს არის საზოგადოების და ამ [ოპოზიციური] ძალების გადასაწყვეტი. არშეგუება, არდანებება, წინააღმდეგობა. მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე, როგორც თქვენ იქნებით ერთგული ბოლომდე", - თქვა მან.

პრეზიდენტმა, ასევე მიმართა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო მოხელეებს, ჯარსა და პოლიციას:

"მე აქ მივმართე პარტიებს - ახლა დრო აღარ არის იმისი რომ მე ჩემი აზრი მაქვს, ჩემი გზა მაქვს, ჩემი სურვილები მაქვს, ეს ყველაფერი დამთავრდა. დღეს ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით. ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება. მე ვიქნები ამათთან ერთად თქვენთან ერთად იმდენად რამდენადაც იქნებიან ერთიანი. მიიღებენ ერთად, კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს. არავინ არ სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, რომ უცებ გახდნენ ერთი პარტია. ღმერთმა დაგვაშოროს ამისგან. აღარ გვინდა ერთპარტიული სისტემა, მაგრამ გვჭირდება გონივრული გადაწყვეტილებები, კოორდინირებულად მიღებული. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში დღეს, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც უფლება აქვს მსოფლიოს დაელაპარაკოს ჩვენი საზოგადოების სახელით.

მინდა მივმართო საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს, დრო არის იფიქროთ იმაზე, რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს, დრო არის იფიქროთ, რა რეპუტაციას უტოვებთ თქვენს შვილებს, რას იფიქრებენ ხვალ და ზეგ როცა თქვენს შედეგში იცხოვრებენ. მე მესმის, რომ რთულია ასეთ ქვეყანაში, რთულია, ვითომდა ეკონომიკურად მზარდ ქვეყანაში... როდესაც ვიცით რა პირობებში ცხოვრობს ხალხი. ღირსება უფრო მნიშვნელოვანია. ქვეყანა, სამშობლო უფრო მნიშვნელოვანია. მინდა მივმართო ელჩებს, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით? რას ემსახურებით? იფიქრეთ თქვენც, რუსეთს გინდათ, ემსახუროთ? ხვალ აქ რუსეთია. თუ ჩვენ ყველამ ჩვენს ადგილას არ ამოვიღეთ ხმა.მინდა მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას. თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი არ ხართ. თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის, მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები, არა რუსები, არა მოღალატეები. თქვენც აიღეთ თქვენს ხელში რაც არის თქვენი გადასაწყვეტი.

მინდა მივმართო ქართულ ჯარს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სტკივა გული, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არ ევალება, ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის, ის არის ყველაზე მეტად გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს რომლიდანაც ჩვენ ძლივძლივობით გამოვედით, დავამტკიცეთ დამოუკიდებლობა. ამ შენობაში გამოფენილია ყველა ჩვენი ეროვნული გმირის პორტრეტი. ეს შევძელით და ვერავინ ვერ მოხსნის, როგორც ვერავინ წაგვართმევს დამოუკიდებლობას".

ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარის შესახებ პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ მიიწვია ორბელიანების სასახლეში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები. მისი განცხადებით, ელჩებს მან მიმართა, რომ "ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები".

"დღეს დაესვა წერილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას რომელიც დაწყებულია რამდენიმე კვირა თუ თვეა. დღეს დაესვა წერილი იმ მსვლელობას რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. ყველას ვისაც ჰქონდა რაღაცა ეჭვი, შეიძლება არა, შეიძლება რაღაცა სხვაა, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა. რეს გამოაცხადა ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ არა მშვიდობა, არამედ, ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულს, საკუთარ მომავალს, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც დამოუკიდებლობა, არც მისი მომავალი გარდა რუსეთში. დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი, მათაც იგივე ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები, ბევრს რაღაცას ელოდნენ, რომ შეიძლება რაღაცაა დასამტკიცებელი. ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს რომ ნათელია, ის მაინც, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა კმაყოფილება და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს მაინც არის მტკიცებულება იმისი, რაც ხდება. მათ მივმართე და ვთხოვე, რომ ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ, იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც ჩვენი, ხალხის და საზოგადოების მოთხოვნაა - ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება“.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დღის სიახლეები
28 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის შემოსასვლელისკენ, ისინი სხვა მოქალაქეებს მოუწოდებდნენ შეუერთდნენ პროტესტს.
28 / ნოემბერი 2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე "ქართული ოცნების" უარის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბშვილმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა.
28 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ მოქალაქეები იკრიბებიან, ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადების შემდეგ გამოვიდნენ ქუჩაში, პროტესტის ნიშნად.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.