ზუგდიდში ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეების მსვლელობა იმართება. მოქალაქეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: „ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“, ასევე საქართველოს და ევროკავსირის დროშები.
სხვადასხვა თაობის ადამიანები, ზუგდიდელები, აქტივისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიების წევრები, ახალგარზდები, ისევ შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან.
ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია, ხელახალი არჩევნების ჩატარება. ასევე, უცვლელია მათი მოთხოვნა, გაათავისუფლონ დემოსტრაციების დარბევისას დაკავებულები.
პარალელურად, ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაახალწლო ღონისძიებები იმართება. საავტომობილო
გზის ნაწილი გადაკეტილია. ადგილზე განლაგებულია სხვადასხვა კონსტრუქცია, მათ შორის საკონცერტო სცენა, მანამდე, ნაძვის ხეც აანთეს, ფოიერვერკების თანხლებით.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ 26 დღეა უწყვეტად ვდგავართ აქ და ვაგრძელებთ ჩვენს დემონსტრაციას საქართველოში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლებას აქვს უბადრუკი მცდელობები, საახალწლო კონცერტებით გადაფაროს, ის რაც ხდება დღეს საქართველოში.მოწყვეტილნი არიან რეალობას და ვერ ხვდებიან, რა მდგომარეობაში არის სახელმწიფო“, - ამბობს აქციის ერთ- ერთი ოგანიზატორი, არჩილ თოდუა.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის, სტუდენტის, სანდრო კიკალეიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ დღეს ქალაქის სხავდასხვა ადგილას დგანან ადამიანები, რომელთა ნაწილი, ნაძვის ხის ანთებას და კონცერტს ესწრება, ნაწილი, კი პროტესტს გამოხატავს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გამო.
„ხშირად გვქონია დრო, როდესაც ორად ვიყავით გახლეჩილი. საბოლოო ჯამში მიგვიღწევია ჩვენი მიზნისთვის და ვფიქრობ, ესეც არ იქნება გამონაკლისი. საბლოო ჯამში, გავაერთიანებთ ამ ორად გაყოფულ ხალხს. ეს ადგილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სადაც უნდა ვიდგე დღეს, არ მწყდება გული, რომ იმ კონცერტს არ ვესწრები და ამ ხალხის ნაწილი ვარ“, - ამბობს ის.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება.
ამავე თემაზე:"საქართველო არასოდეს არ იქნება რუსეთი", - პროტესტის მე -14 დღე ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდში მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ პროევროპულ აქციაზე - პროტესტის მე - 19 დღე (ფოტო)
პროტესტის 24 - ე დღე - აქცია და მსვლელობა ზუგდიდში (ფოტო)
პროევროპული აქცია ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციასთან იმართება - პროტესტის 22 - ე დღეს ითვლის
მასალის გამოყენების პირობები