ხობის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც, ელექტროენერგია ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში გამთენიიდან ინტენსიურად თოვს. უხვი ნალექის გამო მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება ცენტრალური საავტომობილო და ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები. ამის შესახებ მერიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო მასალა გამოაქვეყნა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, ექვს ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მერია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სადღესასწაულო და სამგლოვიარო ღონისძიებებისთვის თაიგულებისა და ყვავილების შესასყიდად 16 385 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარ ბალანსზე რიცხული რვა ავტომობილის შეკეთებისთვის და ტექნიკური მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 170 000 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია მზრუნველობა მოკლებულების უფასო კვებით უზრუნველსაყოფად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარს გამოყოფს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
წალენჯიხის ადმინისტრაციული ერთეულის, ფახულანის რწმუნებულის ყოფილმა მოადგილემ გოგი გოგოხიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ "წალენჯიხაში კოალიციური მმართველობა დასრულებულია".
ხობის მუნიციპალიტეტის მერია, მის ბალანსზე რიცხული ექვსი ავტომობილის შეკეთებისთვის 36 000 ლარის გამოყოფას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოცხადებულია.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.