აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. „დეპუტატის“ ერიკ რშტუნის განაცხადებით, სესია იმ მიზეზით არ შედგა, რომ საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, ეხმაურება, კერძოდ კი დე-ფაქტო მთავრობის მიერ დაკავებული ადგილობრივი ოპოზიციონერების პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმაურება, რასაც წინ უძღოდა რამდენიმედღიანი მწვავე პროტესტი, ხიდებისა და მაგისტრალების გადაკეტვა.
აფხაზური ოპოზიციის მომხრეებმა, ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟასათან მდებარე კოდორის ხიდი გახსნეს, მას შემდეგ, რაც მათთან დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის „დეპუტატები“ და რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმი ბესლან ბიგვავა მივიდა.
რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების მოწინააღმდეგეთა შტაბი “Апсны Хабар”, აფხაზურ ტელეგრამ არხზე წერს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მორიგ ხრიკს ამზადებს აღნიშნული კანონპროექტის დასამტკიცებლად, რისთვისაც ცდილობს ბიჭვინთის „სქემა“ აამოქმედოს.
რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო დუმას წარუდგინა რატიფიკაციის ოქმი, მოსკოვსა და სოხუმს შორის საქონლით ვაჭრობის რეჟიმის 2012 წლის 28 მაისის „მთავრობათაშორის შეთანხმებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ. ოქმს ხელი მოეწერა გროზნოში, 2024 წლის 16 ივლისს, წერს „ტასი“.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი უახლოეს სესიაზე განიხილავს „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. ამის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზმა „დეპუტატებმა“ 8 ნოემბრის სხდომაზე მიიღეს, წერს „აფსნიპრესი“.
ოჩამჩირეში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა 15 ნოემბრამდე დასრულდება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მრჩეველმა, ოქტაი ჰაზირიშმა პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik- ს განუცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს მოსკოვსა და სოხუმს შორის „საშემოსავლო გადასახადის ორმაგი დაბეგვრის აღმოფხვრის შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ“ , წერს „აფსნიპრესი“
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ზუგდიდში, გამსახურდიას #1-ში, დადიანების სასახლის ეზოში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც 2020 წელს "ლაზეთი გრუპის" საკუთრებაში გადავიდა, მუნიციპალიტეტს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ კახა მურადოვს, რომელსაც ბრალი "სახელმწიფო ღალატში" და "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში" ედებოდა, გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.