ნასა პროტესტის ნიშნად წყვეტს რუსეთთან თანამშრომლობას, გამონაკლისს, მხოლოდ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიმდინარე ერთობლივი პროექტი წარმოადგენს. ეს გადაწყვეტილება, რუსეთის მიერ ყირიმის მიმართ გატარებულ პოლიტიკას მოჰყვა. ამიერიდან, ნასას თანამშრომლებს, განსაკუთრებული განკარგულების გაცემის გარეშე, ეკრძალებათ რუსეთში ჩასვლა, ელექტრონული მიმოწერა, ტელეკონფერენციების ჩატარება, ასევე რუსეთის წარმომადგენლებს ეკრძალებათ ნასაში ვიზიტი.
მასალის გამოყენების პირობები