საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებში ნიკოლა სარკოზის პარტიამ გაიმარჯვა
ოპოზიციური "მემარჯვენე რესპუბლიკური" პარტიის კანდიდატებმა, ნიკოლა
სარკოზის ხელმძღვანელობით, საფრანგეთის რეგიონალური არჩევნების მეორე
ტურში გაიმარჯვეს. მათ უკან მოიტოვეს მარი ლე პენის "ეროვნული ფრონტი"
და შვიდი რეგიონის მართვის უფლება მოიპოვეს.
ამავე დროს, ხელისუფლებაში მყოფმა სოციალისტებმა 5 რეგიონში
გაიმარჯვეს.
დამკვირვებლების აზრით, ასეთმა შედეგმა ფრანსუა ოლანდის მომხრეები დიდ
მარცხს აარიდა.
"რესპუბლიკელებმა" არჩევნებში მონაწილეთა ხმების 40,63% მოიპოვეს.
საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტურმა პარტიამ -
29,14%, მარინ ლე პენის "ნაციონალურ ფრონტს" ხმების 27,36% ერგო.
რეგიონული არჩევნების პირველ ტურში ლე პენის პარტია ლიდერობდა.
მასალის გამოყენების პირობები