სტამბულის გოგჩენის აეროპორტის ტერიტორიაზე, თვითმფრინავების
სადგომთან, აფეთქება მოხდა.
ბი ბი სი - ს ცნობით, დაშავდა აეროპორტის ორი თანამშრომელი, რომელიც
ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
იმავე ინფორმაციით, მგზავრები ახლო - მახლო არ იმყოფებოდნენ.
ამ დროისათვის აეროპორტში შეიარაღებული პოლიციელები და მეხანძრეები
არიან მობილიზებული. შენობა კონტროლდება, თუმცა,
კომპანია - ოპერატორის ცნობით, აეროპორტის მუშაობა ნორმალურ რეჟიმში
გრძლედება.
აფეთქების მიზეზი და სიმძლავრე ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები