საუდის არაბეთში ქალაქ ჯიზანის საავადმყოფოში მომხდარი ხანძრის
შედეგად,სავარაუდოდ, 25 ადამიანი
დაიღუპა, ხოლო 100 - ზე მეტი დაშავდა.
ბი ბი სი-ს ინფორმაციით, ცეცხლი დღეს გამთენიისას რეანიმაციის
განყოფილებაში გაჩნდა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აალება. სამოქალაქო თავდაცვის
სააგენტოს წარმომადგენლების ცნობით, ხანძრის მიზეზების დასადგენად
გამოძიება უკვე დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები