აშშ-ს სამხრეთით ტორნადოების სერიამ სერიოზული ნგრევა და მსხვერპლი
გამოიწვია.
მთავარი დარტყმა მისისიპის შტატმა მიიღო, სადაც 7 ადამიანი
დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი დაშავდა.
"ბი ბი სის" ინფორმაციით, შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა
გამოაცხადა.
ინდიანასა და არკანზასში ქარიშხალმა სახლებს სახურავები გადახადა,
ხეები ფესვებიანად ამოგლიჯა და ელექტროგადამცემი ბოძები
გაანადგურა.
ათასობით ადამიანი აქამდე ელქტროენერგიის გარეშე რჩება.
მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ძლიერი ქარბორბალების მიზეზად
წელიწადის ამ დროისთვის უჩვეულო სითბო გახდა.
მასალის გამოყენების პირობები