თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს
რუსეთთან საბოლოოდ არ გაუწყვეტია
ურთიერთობა და საგარეო უწყებების დონეზე ახალი შეხვედრის გამართვის
შესაძლებლობებს ეძებს.
ბი ბი სი-ს ინფორმაციით, მიუხედავად შერიგების რიტორიკისა, თურქეთი არ
აპირებს რუსეთთან სირიის საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობას,
სანამ ხელისუფლების სათავეში "ტირანი" ბაშარ ასადი დგას.
ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს არ სურს რუსეთთან ურთიერთობა
"ნეგატიური მიმართულებით განვითარდეს". "ჩვენ გვინდა თავი ავარიდოთ
ამას და ურთიერთობები დიპლომატიის ფარგლებში ავაგოთ".
მან აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ
ჩავუშოღლუს რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვათან ბოლოდროინდელმა
შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა.
რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქულმა
ავიაგამანადგურებელმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი თურქეთ-სირიის
საზღვარზე ჩამოგდო.
მასალის გამოყენების პირობები