ჩრდილოეთ კორეამ თერმობირთვული ბომბის წარმატებულად გამოცდის შესახებ
განაცხადა.
ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე მეზობელ სამხრეთ კორეასა და
ჩინეთში სეისმო-სადგურებმა 4,2 და 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა
დააფიქსირეს.
სეისმოლოგებმა მაშინათვე ივარაუდეს, რომ საქმე ხელოვნურ მიწისქვეშა
ბიძგებს ეხება.
დეკემბერში ფხენიანის იარაღის ქარხანაში ვიზიტისას ჩრდილოეთ კორეის
ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყანაში წყალბადის ბომბის არსებობის შესახებ
საუბრობდა, რომელსაც ატომურ ბომბთან ერთად, "სამშობლოს
დამოუკიდებლობისა და ეროვნული ღირსების დაცვა ძალუძს".
ცნობილია, რომ ბოლო (2006, 2009 და 2013) წლებში ჩრდილოეთ კორეამ
ბირთვული იარაღის მინიმუმ სამი გამოცდა განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები