ლეიფციგში ორშაბათს 3 ათასამდე ადამიანი ანტიისლამურ დემონსტრაციაზე
გამოვიდა.
მანისფესტაცია ანტიისლამურმა გაერთიანებამ "ლეგიდა" მოაწყო. ახალი
წლის დღეებში, გერმანიის რამდენიმე ქალაქში, ქალებზე მიგრანტების
თავდასხმებმა მანიფესტაციაზე უფრო მეტი ხალხი მოიზიდა.
"ევრონიუსის" ინფორმაციით, მანიფესტანტების აღშფოთება ბოლო თვეებში
უცხოელების მიმართ მთავრობის მიერ განხორციელებულმა პოლიტიკამ
გამოიწვია, რასაც მათი აზრით, კარგი არაფერი მოყვება.
დემონსტრაციის პარალელურად, ლეიფციგში ქსენოფობიის მოწინააღმდეგეთა
მანიფესტაცია მიმდინარეობდა, რომელსაც ასევე, 3 ათასამდე ადამიანი
ესწრებოდა.
აქციის მონაწილეებმა, მოსახლეობას მოუწოდეს, არ იმსჯელონ ყველა
მიგრანტზე სამართალდამრღვევების საქციელის მიხედვით.
შეტაკებების თავიდან ასაცილებლად ქალაქის ცენტრს 2000 პოლიციელი
აკონტროლებდა.
ქალაქის ერთ-ერთ რაიონში, კონევიცში, 250 - მა ულტრამემარჯვენე
ფეხბურთის გულშემატკივარმა არეულობები მოაწყო.
მასალის გამოყენების პირობები