ერდოღანი: "სტამბოლში აფეთქება სირიელმა თვთმკვლელმა - ტერორისტმა განახორციელა"
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლის
ცენტრალურ მოედანზე - სულთანახმეტზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა
სირიელმა თვითმკვლელმა - ტერორისტმა აამოქმედა.
უცხოური მედიის მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით,აფეთქება
შესაძლოა, ექსტრემისტულ დაჯგუფებას "ისლამურ სახელმწიფოს"
უკავშირდებოდეს.
სულთანახმეტის მოედანზე ძლიერ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო
15- მდე დაიჭრა. სპეციალისტები აფეთქების მიზეზებს და ტიპს ამ დრომდე
ადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები