გერმანია დამნაშავე მიგრანტების დეპორტაციის პროცედურას ამარტივებს
გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის,
რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ,
დეპორტაციის წესები გამარტივდება. ასევე ლტოლვილის სტატუსი მოეხსნება
მათ, ვინც სექსუალური ხასიათის დანაშაულს ჩაიდენს.
"ბი ბი სი"-ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ასობით
სექსუალური ხასიათის თავდასხმა ქალებზე და მათი ძარცვის ფაქტები,
რომლებიც ახალი წლის ღამეს კიოლნში მოხდა. თავმდამსხმელები,ძირითადად,
ჩრდილოეთ აფრიკიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული არალეგალური
მიგრანტები არიან.
ცნობისთვის, ორშაბათს ულტრამემარჯვენე დემონსტრანტებმა კიოლონში
მომხდარი თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად მიგრანტებს
დააკისრეს.
2015 წელს ქვეყანაში ლტოლვილის სატატუსის მისაღებად 1,1 მილიონმა
ადამიანმა შეიტანა განაცხადი.
მასალის გამოყენების პირობები