ირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები გაუქმდა, მას შემდეგ,
რაც ქვეყანამ ბირთვული პროგრამის
გაყინვისთვის საჭირო ყველა პირობა შეასრულა. ატომური ენერგიის
საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად,
ირანისთვის სანქციების გაუქმებას აშშ-ის პრეზიდენტმა წუხელ გვიან
ღამით მოაწერა ხელი.
ირანი მსოფლიოსთან თავისი ურთიერთობის ახალ ფურცელს გადაშლის. ამის
შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როუხანიმ, ეკონომიკური სანქციების
მოხსნიდან რამდენიმე საათში განაცხადა.
დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა საქნციების გაუქმება მიესალმა.
ამავე დროს, ისრაელის ამტკიცებს, რომ ირანი ისევ აპირებს ბირთვული
იარაღის შეძენას.
ირანსა და ექვსეულს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია,
რუსეთი და ჩინეთი) შორის შეთანხმება 2015 წელს იქნა მიღწეული.
შეთანხმების მიხედვით, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ თეირანი უარს
იტყოდა ბირთვული პროგრამის განვითარებაზე.
ბირთვული პროგრამის შემუშავების გამო ირანს სანქციები 2005 წელს
დაუწესდა. მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები