პაკისტანში, ქალაქ ჩარსადას უნივერსიტეტს თავს ტერორისტები დაესხნენ .
არის მსხვერპლი.
ბი ბი სი-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის აღმოჩენილია 8 ცხედარი.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ორმხრივი სროლის დროს 4 თავდამსმხმელი
მოკლეს.
მებრძოლებს უნივერსიტეტის მეორე და მესამე სართულზე ალყა შემოარტყეს.
სტუდენტთა და მასწავლებელთა უმრავლესობა ევაკუირებულია, თუმცა ნაწილი
შენობაში რჩება
ტერორისტთა ჯგუფი უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე დღეს დილით
შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
უნივერსიტეტის ტერიტორია სპეცდანიშნულების რაზმის და პოლიციის მიერ
არის გარშემორტყმული . ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები