ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, მსოფლიოს
მასშტაბით 1990 წლიდან 2297ჟურნალისტი დაიღუპა.
მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი სიკვდილის რაოდენობით ერაყი
ლიდერობს, სადაც ბოლო 25 წლის განმავლობაში 309 ჟურნალისტი დაიღუპა.
მეორე ადგილზეა ფილიპინები 146 დაღუპულით, მას მოსდევს მექსიკა (120)
და პაკისტანი (115).
რუსეთი რეიტინგში მეხუთე ადგილზეა, იქ 1990 წლიდან მედიის 109
წარმომადგენელი დაიღუპა. ათეულშია ასევე ალჟირი, ინდოეთი, სომალი,
სირია და ბრაზილია.
ყველაზე ხშირად ჟურნალისტების სიკვდილის მიზეზი გატაცება, ტერაქტი და
შეიარაღებული კონფლიქტები ხდება.
მასალის გამოყენების პირობები