ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი დილის
მდგომარეობით 38 - მდე გაიზარდა.
110-ზე მეტი უგზო - უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ევრონიუსის ინფორმაციით, ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ მაშველებს ჯერ
კიდევ ამოჰყავთ შენობების ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანები.
ხელისუფლებამ უკვე დაიწყო გამოძიება 17- სართულიან საცხოვრებელ სახლში
"ოქროს დრაკონი" სამშენებლო ნორმების დაცვის შესახებ.
სახლში სულ 96 ბინა იყო, რომლებშიც 256 ადამიანი ცხოვრობდა. არსებობს
ეჭვი,რომ მისი მშენებლობის დროს არასათანადო ხარისხის ცემენტი და
ფოლადი გამოიყენეს. მსგავსი პრობლემებო 1999 წელსაც გამოვლინდა.
მიწისქვეშა ბიძგებს, რომლებიც ტაივანში შაბათს დაფიქსირდა, ტაინანის
სპეციალურ მუნიციპალიტეტში 10 შენობის ნგრევა მოჰყვა.
მიწისძვრის სიმძლავრე 6,4 მაგნიტუდა იყო.
მასალის გამოყენების პირობები