საფრანგეთის ეროვნული კრება საკონსტიტუციო ცვლილებებს გეგმავს.
პარლამენტის
ქვედა პალატის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან
პუნქტს, რომელიც ტერორისტული ქმედებების მონაწილე პირთათვის
მოქალაქეობის ჩამორთმევას, ასევე, საგანგებო სიტუაციის გამოცხადების
შესაძლებლობას ითვალისწინებს.
აღნიშნული ცვლილებების აუცილებლობაზე საფრანგეთის მთავრობა პარიზის
ტერაქტების შემდეგ ალაპარაკდა.
გასული წლის ნოემბერში პარიზის ტერაქტებს 130 ადამიანის სიცოცხლე
შეეწირა.
ცვლილებების მოწინააღმდეგებიც ჰყავს, რომლებიც თვლიან, რომ
საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა ტერორისტებს ვერ შეაჩერებს.
მასალის გამოყენების პირობები