ახალ ზელანდიაში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი სამხრეთ კუნძულზე, ქალაქ კრაისტჩერჩიდან 15 კილომეტრში
დაფიქსირდა. ბი ბი სი - ს ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი არ
მოჰყოლია, მხოლოდ ერთ-ერთ ზღვისპირა რაიონში კლდე ჩამოიშალა.
მოსახლეობის დიდი ნაწილი შენობებიდან ევაკუირებულია.
2011 წელს მომხდარმა 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ქალაქ
კრაისტჩერჩის მთელი რაიონები გაანადგურა. მაშინ რამდენიმე ასეული
ადამიანი დაიღუპა. 10 ათასი საცხოვრებელი სახლი კი ისე დაზიანდა, რომ
მათი დანგრევა გახდა საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები