პირველადი პარტიული არჩევნების - ,,სუპერსამშაბათის" შედეგებით - 12
შტატსა და ამერიკის სამოაში
– საპრეზიდენტო ბრძოლის ფავორიტები გამოიკვეთნენ, თუმცა ხმების
ოფიციალურად დათვლა ჯერ არ დასრულებულა.
დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა და რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა
პრეზიდენტობის პოსტზე წარსადგენ კანდიდატთა შორის საკუთარი ლიდერობა
დაამტკიცეს.
,,ევრონიუსის" ინფორმაციით, დარჩენილ შტატებში შიდაპარტიული შეჯიბრი
მომდევნო სამი თვის განმავლობაში ჩატარდება, რის შემდეგაც ორივე
პარტია პრეზიდენტობის კანდიდატებს ოფიციალურად რამდენიმე თვეში
წარადგენს.
მასალის გამოყენების პირობები