თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა,
თუმცა დაღუპულთა ზუსტი
რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქება გიუვენ-პარკთან ავტობუსის ერთ-ერთ
გაჩერებაზე მოხდა, როდესაც იქ ხალხმრავლობა იყო. დამწვარია
ერთი მუნიციპალური ავტობუსი. ვრცელდება ინფორმაცია ათეულობით
დაშავებულთა შესახებაც.
ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები,
მეხანძრეები და სამართალდამცველები.
პოლიციის წინასწარი მონაცემებით, ანკარის ცენტრში დანაღმული ავტომანქა
აფეთქდა.
მასალის გამოყენების პირობები