აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ
სანქციების გამკაცრების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ ამის
მიზეზად ფხენიანის მიერ ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების გამოცდა
იქცა.
ახალი სანქციების თანახმად, აშშ-ში ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ქონება
გაიყინება. აიკრძალება ამერიკული ინვესტიციების ექსპორტი ჩრდილოეთ
კორეაში.
სანქციები ასევე ითვალისწინებენ შავ სიაში იმ პირების ჩართვას, ვისაც
ფხენიანთან რაიმე ტიპის საქმიანი ურთიერთობა აქვს, მათ შორის, არა
მარტო ამერიკელების.
ეს არის ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ
გატარებული ყველაზე მკაცრი სანქციები.
მასალის გამოყენების პირობები