პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია 5 გლობალურ
საფრთხეზე, რომელთა წინაშე აშშ დგას.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ეშტონ კარტერის ავტორობით მომზადებულ
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ ჩამონათვალში პირველია რუსეთი, რომელსაც
მოსდევს ჩინეთი, ირანი და საერთაშორისო ტერორიზმი. ანგარიშის
თანახმად, რუსეთი აგრძელებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის
სუვერენიტეტის დარღვევას და საფრთხეს უქმნის ბალტიისპირელ
მეზობლებს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და
აშშ-ის შორის ურთიერთობის კუთხით პროგრესი შეინიშნებოდა, მოსკოვს ბოლო
წლების განმავლობაში საერთაშორისო წესრიგის დარღვევა სურს. ანგარიშში
ნახსენებია სირია და აღნიშნულია, რომ მოსკოვი ექსტრემიზმის
გამწვავებას ცდილობს.
სენატის მოსმენებზე, რომელზეც ანგარიში წარმოადგინეს, აშშ-ის 2017
წლის თავდაცვის ბიუჯეტიც განიხილეს.
პენტაგონი თავისი საჭიროებებისთვის 582,7 მილიარდი დოლარის მიღებას
ვარაუდობს.
მასალის გამოყენების პირობები