27 მარტს მსოფლიოს კათოლიკური და პროტესტანტული მრევლი აღდგომის
დღესასწაულს ზეიმობს.
რომის პაპმა ფრანცისკემ, რომელიც საზეიმო მესას ტრადიციულად ვატიკანში
წმინდა პეტრეს ბაზილიკაში უძღვებოდა, მრევლს ბრიუსელში მომხდარი
ტერაქტები შეახსენა. პონტიფიკოსმა მორწმუნეებს პესიმიზმსა და შიშზე
გამარჯვებისკენ მოუწოდა.
აღდგომა გარდამავალი დღესასწაულია. ქრისტიანები, რომლებიც იულიანური
კალენდრით სარგებლობენ, აღდგომას წელს 1 მაისს
აღნიშნავენ, ხოლო 2017 წელს დასავლეთის და
აღმოსაველთის ქრისტიანობა მას ერთდროულად იზეიმებს.
მასალის გამოყენების პირობები