თვიმფრინავის გატაცებასთან დაკავშირებით ლარნაკას აეროპორტი დაიკეტა.
ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით,
ყველა თვითმფრინავი კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პაფოსის
აეროპორტში ჩადის.
კომპანია Egyptair -ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი A320, რომელიც
ალექსანდრიიდან ქაიროში ასრულებდა რეისს, დღეს დილას გაიტაცეს და ის
ამ დრომდე ლარნაკას აეროპორტშია.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ,
გამტაცებელია გამოსახული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ეგვიპტის მოქალაქე იბრაგიმ სამაჰია,
რომელიც პილოტს ასაფეთქებელი ნივთიერების მოქმედებაში მოყვანით
დაემუქრა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.
ერთ- ერთი ვერსიით, თვითნფრინავის გატაცების მიზეზი პირადი მოტივებია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გამტაცებელმა კვიპროსზე მცხოვრებ ყოფილ
მეუღლესთან გადაყვანა და ამ ქვეყანაში თავშესაფრის მიღება
მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები