აზერბაიჯანის და სომხეთის ჯარებმა საბრძოლო მოქმედებები შეაჩერეს,
იტყობინება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინიტრო.
ზავზე შეთანხმების შესახებ ასევე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის
რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა სენორ ასრატიანმა
განაცხადა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით საბრძოლო მოქმედებები 12:00 სთ-ზე
შეწყდა.
დილიდან მხარეებმა ერთმანეთს კონფლიქტის ესკალაციაში დასდეს ბრალი.
სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მშვიდობიანი
მოსახლეობის წინააღმდეგ საზალპო ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩი"
გამოიყენეს.
აზერბაიჯანმა უარყო ეს განცხადებები. ქვეყნის ხელისუფლება სომხურ
მხარეს ადანაშაულებს ცეცხლის გახსნაში.
შეიარაღებულ შეტაკებას, რომელიც უკვე სამი დღე მიმდინარეობს, ათობით
ჯარისკაცი შეეწირა.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ახალი ეტაპის ესკალაცია 2 აპრილს
დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები