ტრაგედიად ქცეული დღესასწაული: ინდოეთში ხანძრის შედეგად ტაძარი ჩამოინგრა
ინდოეთის სამხრეთ რეგიონში, ქერალას შტატში მდებარე პუტინგალეს
ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად,
შენობა მთლიანად ჩამოინგრა. ხანძარი ადგილობრივი საახალწლო ფესტივალის
აღსანიშნავად გაშვებული ფოიერვერკის აალებამ გამოიწვია.
ევრონიუსის ინფორმაციით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი,
დაშავებული -350.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და სამაშველო სამსახურები
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ქერალას შტატის მინისტრმა ოუმენ ჩანდიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ
ღონისძიებების ჩატარებისას, შენობების მახლობლად ფოიერვერკების
გაშვება აკრძალა, თუმცა, მისი თქმით, პუტინგალეში ეს წესი დაირღვა.
ტაძრის ადმინისტრაციისა და ფოიერვერკის ორგანიზატორების მიმართ
აღძრულია სისხლის სამართლის სამქე.
მასალის გამოყენების პირობები