დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" სირიასა და ერაყში პოზიციებს
კარგავს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების სხდომაზე
განაცხადა.
"ჩვენი კოალიცია, რომელშიც 66 ქვეყანა და არაბი პარტნიორები შედიან,
აქტიურ შეტევაზე გადავიდა. ეს გარღვევაა და ჩვენ ვაპირებთ ამით
ვისარგებლოთ", - განაცხადა ბარაქ ობამამ. მისი თქმით, კოალიციამ
ტერორისტებს ფინანსური და იარაღის მიწოდების არხები გადაუჭრა. ახლო
აღმოსავლეთში წარმატებული ქმედებების დასტურად, ობამამ ისიც აღნიშნა,
რომ სულ უფორ მეტი ჯიჰადისტი ლივიაში გარბის.
მასალის გამოყენების პირობები