გაფიცვები პროფესიული კავშირების გაერთიანება ვერ.დი-ის მიერ არის
ორგანიზებული და მასში დიუსელდორფის,
ფრანკფურტის, მიუნხენის, ჰანოვერის, ბონის, კიოლნისა და დორტმუნდის
აეროპორტების თანამშრომლები მონაწილეობენ. გერმანიის ყველაზე მსხვილ
აეროპორტში - მაინის ფრანკფურტში 1330 დაგეგმილი ფრენიდან, 400
გადაიდო, მიუნჰენში 1100 ფრენიდან - 740. ზოგან, გაფიცულ პერსონალს
სახანძრო ბრიგადებიც შეუერთდნენ.
გაფიცვების ორგანიზატორი პროფკავშირები 2,41 მილიონი თანამშრომლისთვის
ხელფასის 6 %-ით, ხოლო სტაჟიორებისათვის 100 ევროთი მომატებას ითხოვს.
პროფესიული კავშირების გაერთიანება ვერ.დი-ის გერმანიის მთავრობის
მიერ შეთავაზებული ხელფასების 3 %-იანი ზრდა აპრილის დასაწყისში უკვე
უარყო.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ტომას დე მეზიერი გაფიცვების
მასშტაბის გაფართოებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
მასალის გამოყენების პირობები