საბერძნეთის პარლამენტმა რეფორმების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც
მაღალ და საშუალო შემოსავალზე
გადასახადების გაზრდას და პენსიების შემცირებას ითვალისწინებს.
არაპოპულარული პროექტის გარშემო მწვავე დებატები ორ დღეს
გაგრძელდა.
მანამდე, ათენში მრავალდღიანი გაფიცვა მიმდინარეობდა, არ მუშაობდა
საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სახელმწიფო დაწესებულებები და მედია
ორგანიზაციები.
კენჭისყრის დღეს, პარლამენტთან ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, რომელიც
მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებდა. ევრონიუსის ინფორმაციით, მსგავსი
აქციები საბერძნეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები