ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოვარდნილი ძლიერი შტორმის შედეგად,
სამი ადამიანი დაიღუპა.
ორშაბათს დილას, კანბერას მახლობლად, მდინარე კოტერის სანაპიროზე, 37
წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარუდოდ, მდინარეზე
გადასვლისას, წყლის ნაკადს ვერ მოერია.
გარდა ამისა, 65 წლის მამაკაცი დაიღუპა საკურორტო ქალაქ ბოურალში, მას
წყლის ნაკადი მანქანაში შეუვარდა, კიდევ ერთი მძღოლი დაიღუპა
სიდნეიში, მისი მანქანა მოვარდნილმა ღვარცოფმა საავტომობილო გზიდან
წაიღო.
სტიქიის შედეგად, ახალ სამხრეთ უელსის შტატში 86 ათასამდე სახლი
ელექტროენერგიის გარეშე რჩება. დანგრევის პირასაა მისული სიდნეის
სანაპიროზე განლაგებული სახლები, მათი მცხოვრებლები
ევაკუირებულია.
მასალის გამოყენების პირობები